ყველა სტატია

ფოტოები ძველი სტომატოლოგიური კაბინეტებიდან, რომლებიც ჟრუანტელს მოგგვრით

dentistry-in-the-past

არარსებული ტკივილგამაყუჩებლებიდან დაწყებული, ჭუჭყიანი ხელსაწყოებით დამთავრებული.
ამ სტატიაში მოცემული ფოტოები კი ჰგავს საშინელებათა ფილმის კადრებს, მაგრამ რეალურია, ოღონდ წარსულიდან.

ძველად სტომატოლოგთან სიარული სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არ იყო განკუთვნილი.

"ოლდ სქულ" სტილის ძველი სტომატოლოგიური კაბინეტების ეს ვინტაჟური ფოტოები აუცილებლად გაიძულებთ, რომ აზრი შეიცვალოთ თანამედროვე სტომატოლოგიაზე.

1. ამ ფოტოზე ექსტრაქციას, ანუ კბილის ამოღების პროცესს ხედავთ.
ფოტოზე ტაოსის (ნიუ-მექსიკო) ოლქის ჯანდაცვის ასოციაციის მიერ მართული კლინიკაა, 1943 წელი

2. "სრულად აღჭურვილი" სტომატოლოგიური კაბინეტი, რომელიც 1970-იანი წლებიდანაა მიტოვებული

3. დოქტორ ჰოლმსის კაბინეტი დენვერში, კოლორადო, 1921 წელი

4. სტომატოლოგიის კიდევ ერთი მიტოვებული კაბინეტი

5. შიშველი ხელები...

6. აქ ხელსაწყოებთან ერთად კედელიც შემაშფოთებელია

7. კლასის ვიზიტი სტომატოლოგთან, დანია, 1956 წელი

8. რიგითი ექსტრაქცია (კბილის ამოღება), 1892 წელი

9. როდესაც ანესთეზიის ერთადერთი ფორმა მხოლოდ ტერორი იყო, 1800-იანი წლების დასაწყისი

10. კიდევ ერთი დღე სტომატოლოგთან, 1920-იანი წლები

11. არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ფოტოზე ვიღაცის ბაბუა და მისი ძმაა (სტომატოლოგი), კოლორადო, 1910-იანი წლების დასაწყისი

12. სტომატოლოგიური კაბინეტი ნიცაში, საფრანგეთში, დაახლოებით 1920-იანი წლები

13. ვერ გაიგებ რა უფრო საშიშია კედლის მოხატულობა თუ უყველაფრობა, სენტ-ლუისი, 1900-იანი წლების დასაწყისი

14. პირველი ქვეითი დივიზიის კაპიტანი ერლ იემანსი მკურნალობს პაციენტ ჯარისკაცს, ფოტო კი ვიეტნამის ომის დროინდელია, 1968 წლის ოქტომბერი

15. სტომატოლოგი დოქტორი მორის შნაიდერმანი მკურნალობს 4 წლის ჯეიმს მონროს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებაში, დაახლოებით 1950-იანი წლები

ცხადია, ეს სრული სურათი არ არის იმ კოშმარისა, რაც წარსულში ხდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სტომატოლოგია განვითარებას იწყებდა.

თუ ისევ ფიქრობ, რომ თანამედროვე სტომატოლოგია საშიშია, თავიდან გადახედე ამ სტატიას და შემდეგ დაათვალიერე ჩვენი გალერეა, ვიდეოები, ნამუშევრები და სხვა.