ვექტორის აპარატით მკურნალობა

პაროდონტიტის მკურნალობისთვის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ვექტორის აპარატი.   ვექტორი გერმანული აპარატია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ღრძილების სამკურნალოდ. მისი მოქმედება დამყარებულია ფესვის, პაროდონტალური ჯიბის და კბილის ზედაპირის ულტრაბგერულ დამუშავებაზე. ვექტორის აპარატი საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად მოვაცილოთ ღრძილქვეშა და ღრძილზედა ნადები, დავარღვიოთ ბიოაპკი ატრავმულად, უსისხლოდ და უმტკივნეულოდ, რის შედეგადაც  სტერილდება მიდამო და სწრაფად ლაგდება ანთება.  ვექტორის აპარატით შესაძლებელია ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელთაც აღენიშნებათ კბილების და ღრძილების მომატებული მგრძნობელობა. ამ მეთოდით მკურნალობისას შესაძლებელია პაროდონტიტის მართვა  ქირურგიული ჩარევის გარეშე.

ვექტორის აპარატის უპირატესობები:

  • მოწესრიგებულირხევები, რომლისსაშუალებითაციზრდებაულტრაბგერისშეღწევისსიღრმე.
  • პათოლოგიურიჯიბიდანსრულადშორდებანადები.
  • ხელსუწყობსღრძილისსწრაფადაღდგენას.
  • არატრავმირებსღრძილისქსოვილსდაფესვისზედაპირს
  • უმტკივნეულოა
parodontologia vectori

დაინტერესებული ხარ ჩვენი სერვისით?

დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე: (+995) 598 30 03 11

ან ჩაეწერე ონლაინ 1 წუთში