კბილების მინერალიზაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებს ფტორი. მისი დეფიციტი წყალსა და საკვებში, კარიესის სწრაფი განვითარების მიზეზია. ბავშვებში სარძევე და მუდმივი კბილები გამოირჩევა დენტინისა და მინანქრის ნაკლები სიმკვრივით, ამიტომ ბაქტერიები ადვილად აღწევენ კბილის ქსოვილში. კარიესის პროფილაქტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდია ფტორირება. ეს პროცედურა გულისხმობს ფტორლაქის გამოყენებას, რაც ამაგრებს კბილის მინანქარს და კბილი ხდება უფრო მდგრადი კარიესოგენული მიკრობებისადმი.