კვლევის თანახმად, საღეჭი რეზინის ღეჭვისას, პირის ღრუში მიკროპლასტმასის დიდი რაოდენობა გამოიყოფა

UCLA-ს (კალიფორნიის უნივერსიტეტი) კვლევამ აჩვენა, რომ საღეჭი რეზინი ათავისუფლებს ასობით მიკროპლასტმასს ნერწყვში თითოეული “ბალიშის” მოხმარებისას, მიუხედავად მისი ქიმიური თუ ბუნებრივი შემადგენლობისა.
მკვლევრებმა მრავალი ბრენდის მიერ წარმოებული საღეჭი რეზინი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ერთ “ბალიშს” პლასტმასის 3000-მდე ნაწილაკის გამოყოფა შეეძლო და მათი 94% კი პირველი 8 წუთის განმავლობაში გამოიყოფა.
კვლევამ აჩვენა, რომ ღეჭვისას ჩვეულებრივი პლასტიკური პოლიმერები გამოიყოფიან, როგორებიცაა პოლიეთილენი და პოლიოლეფინები.
მიკროპლასტმასი პლასტიკის ძალიან მცირე, მიკროსკოპული, ნაწილაკებია, რომელთა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სხვადასხვა პრობლემებს.
გვხვდება სისხლში, ფილტვებში და სხვადასხვა ორგანოებში, მოჰყვება გრძელვადიანი და უარყოფითი შედეგები.
