"შტრაუმანი" - სრულყოფილება და ინოვაცია შვეიცარიულად

straumann

“შტრაუმანი” – სრულყოფილება და ინოვაცია შვეიცარიულად.
ერთადერთი შვეიცარული კომპანია, რომელიც უკვე 70 წელია ბაზარზეა.

“შტრაუმანის” მიერ წარმოებული იმპლანტების ერთ-ერთი უპირატესობა, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ, SLActive-ია, რაც იმპლანტის ზედაპირის დამუშავების განსაკუთრებული ტექნოლოგიაა.

იმპლანტის ზედაპირის აღნიშნული ტექნოლოგიით დამუშავება განაპირობებს სწრაფ შეხორცებას.
მხოლოდ Straumann-ს შეუძლია ასეთი ზედაპირის შექმნა.
ის ჰიდროფილურია, სისხლის შემადგენელი უჯრედები დაუყოვნებლივ ეკვრიან გარს იმპლანტის ზედაპირს და მაშინვე იწყება ოსტეოინტეგრაციის პროცესი.
შედეგად, ძვლის იმპლანტთან შეხორცების დრო მცირდება 3-4 კვირამდე.

ამრიგად, SLActive იმპლანტის საშუალებით მუდმივი კბილების დამზადება შესაძლებელია ოპერაციიდან 3-4 კვირაში.

კვლევებმა აჩვენეს, რომ რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ ზოგადი დაავადებები (როგორიცაა: დიაბეტი, ოსტეოპოროზი, სისხლის დაავადებები და სხვა, ან არიან აქტიური მწეველები) Roxolid SLActive იმპლანტები ხორცდება გაცილებით მაღალი ხარისხით.

მეტად რომ დარწმუნდეთ აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული იმპლანტების სრულყოფილებაში, წარმოგიდგენთ შვედეთის ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა იმპლანტების ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედება უნდა შეფასებულიყო.

კვლევამ - რომლის დროსაც 11 311 შემთხვევა იქნა შესწავლილი - ცხადყო, რომ იმპლანტაციიდან 10 წლის შემდეგ, Straumann-ის იმპლანტების წარმატების მაჩვენებელი ყველა სხვა დანარჩენზე მაღალი იყო და შეაგენდა 97-99%-ს.

სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ "შტრაუმანის" სრულყოფილებასა და ინოვაციურობას.