კაპები
კბილების გასწორება შესაძლებელია ბრეკეტების გარეშეც, არსებობს ახალი ალტერნატივა ელაინერები, რომლებიც ბევრად კომფორტულია. კაპებით მკურნალობის დროს მარტივია ჰიგიენის დაცვა და მკურნალობის დრო მინიმუმანდე არის დაყვანილი. პაციენტებს ციფრულად შეუძლიათ ნახონ მათი მომავალი ღიმილი, ვიდეო რგოლის საშუალებით. მკურნალობის წინ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური კვლევები (ფოტო, ანაბეჭდები, რენტგენოლოგიური სურათები). ეს აუცილებელია მკურნალობის ზუსტი დაგეგმარებისათვის. ყველა არსებული მონაცემის მიხედვით ექიმი ადგენს მკურნალობის გეგმას, რომელიც თანხმდება პაციენტთან. კაპა მთლიანად გარს ერტყმის კბილს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია. შედეგის მისაღწევად აუცილებელია მისი ტარება ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში. მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღებისას და კბილების გამოხეხვის დროს. კაპების შეცვლა ხდება ყოველ 2-3 კვირაში.
დაინტერესებული ხარ ჩვენი სერვისით?
დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე: (+995) 598 30 03 11
ან ჩაეწერე ონლაინ 1 წუთში