კბილების გათეთრება
კბილების გათეთრება შესაძლებელია 2 მეთოდით:
ზუმის აპარატით გათეთრება – ხდება 1 ვიზიტში. სტომატოლოგიის ცენტრში აღნიშნული პროცედურა ტარდება უახლესი ზუმის აპარატით: Red Lights LED Laser Teeth Whitening Machine. გათეთრების ეფექტი ნარჩუნდება 1 წლის მანძილზე. არ აზიანებს მინანქარს და ეფექტურია მუქი ნაცრიფერი და მუქი ყვითელი კბილების გასათეთრებლად.
ქიმიური გათეთრება - მიმდინარეობს ექიმის შერჩეული გელით, ინდივიდუალურად დამზადებული კაპის მეშვეობით. ექიმის მიერაა განსაზღვრული გამათეთრებელი საშუალების პროცენტობა, გამოყენების დრო და სიხშირე. საშუალოდ ამ ტიპის გათეთრებას სჭირდება 5-10 დღე. პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილის მგრძნობელობის მომატება, რომლის დარეგულირება შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული მგრძნობელობის დამაქვეითებელი საშუალებებით.
დაინტერესებული ხარ ჩვენი სერვისით?
დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე: (+995) 598 30 03 11
ან ჩაეწერე ონლაინ 1 წუთში