პანორამული რენტგენოდიაგნოსტიკა ტარდება ორთოპანტომოგრაფის საშუალებით, რომლის დროსაც ვიღებთ პაციენტის ორივე ყბის მიმოხილვით სურათს. ექიმი სურათზე ხედავს ყველა კბილს, ზედა და ქვედა ყბას, ცხვირის ღრუს, ჰაიმორის წიაღებს. 2D ორთოპანტომოგრაფია საჭიროა: თერაპიაში, ორთოპედიაში, ორთოდონტიაში, ქირურგიაში, პაროდონტოლოგიაში და სხვა.