ადამიანები სტომატოლოგიას სულ მცირე ძვ.წ. 7000 წლიდან მიმართავენ

სტომატოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო პროფესიაა, რომელიც 9000 წელზე მეტით თარიღდება.
სტომატოლოგიის შესახებ უძველესი ჩანაწერები ძვ.წ. 7000 წლით თარიღდებიან.
ძვ.წ. 5000 წლისკენ, შუმერულ ჩანაწერებში, კარიესი უკვე მოიხსენიება და მას “კბილის ჭიას” მიაწერენ და ეს 1700-იან წლებამდე არ შეცვლილა.
Nature-ს თანახმად, 1840 წელს, აშშ-ში გაიხსნა პირველი სტომატოლოგიური კოლეჯი, რასაც მალევე მოჰყვა ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის ჩამოყალიბება.
ჰარვარდმა, 1867 წელს, პირველად დააარსა უნივერსიტეტთან აფილირებული სტომატოლოგიური სკოლა.
ამასობაში, გაჩნდა სტომატოლოგიური ინოვაციებიც, როგორიცაა Colgate-ის კბილის პასტის მასობრივი წარმოება 1873 წელს, რასაც მოჰყვა კბილის ჯაგრისების წარმოებაც.
საინტერესოა, რომ აშშ-ში პირის ღრუს კარგი ჰიგიენა ფართოდ არ იყო გავრცელებული მეორე მსოფლიო ომამდე, როდესაც ჯარისკაცებმა კბილების მოვლის ჩვევები საზღვარგარეთიდან დააბრუნეს.
