ყველა სტატია

უნდა გეშინოდეს თუ არა სტომატოლოგიური იმპლანტის

იმპლანტაცია კბილის ჩანაცვლების, ლამაზი და ფუნქციურად გამართული ღიმილის დაბრუნების საშუალებას იძლევა.

რა არის კბილის იმპლანტაცია?

იმპლანტაცია კბილების ესთეტიკის და ფუნქციონალურობის აღსადგენად ეფექტური და უსაფრთხო გზაა.

პაციენტის ყბის ძვალში თავსდება ბიონეიტრალური მასალისგან დამზადებული იმპლანტი, რომელიც კბილის ფესვის ფუნქციას ასრულებს და გვირგვინის ან ხიდის საყრდენს წარმოადგენს.

ჩვენთან კბილის იმპლანტაცია შეიძლება შესრულდეს როგორც კბილის ამოღებისთანავე, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც კბილები დიდი ხნის წინ არის ამოღებული.

ძირითადი მახასიათებლები

კბილის იმპლანტაცია ერთდროულად რამდენიმე პრობლემას აგვარებს:

  • აღადგენს ღიმილის ესთეტიკას;
  • აღადგენს კბილების ფუნქციურ ნაწილს;
  • ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას, ანუ განლევა.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ კბილის იმპლანტაციას თან ახლავს ძლიერი ტკივილი და მნიშვნელოვანი დისკომფორტი.

ეს დამკვიდრებული სტერეოტიპი ბევრ პაციენტში შეშფოთებას იწვევს, რაც მათ პროცედურის გადადებას აიძულებს.

ძალიან ხშირად, იმპლანტაციის პროცესი 15 წუთიდან ერთ საათამდე გრძელდება და კომფორტულად, სტრესისა და ტკივილის გარეშე სრულდება.

თბილისში, Dadvani Center-ში, კბილის იმპლანტაცია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს პროცედურის კომფორტულობასა და უმტკივნეულობას.

პრაქტიკულად, არ არსებობს სხვაობა, მგრძნობელობის თვალსაზრისით, კარიესის მკურნალობის, კბილის ამოღების ან იმპლანტის ჩასმის პროცედურებს შორის.

ჩვენ ვიყენებთ ბიონეიტრალური ტიტანისგან დამზადებულ მაღალი ხარისხის იმპლანტებს, რომლებიც ინდივიდუალურად შეირჩევა თითოეული პაციენტისთვის.

იმპლანტის შერჩევისას, ვითვალისწინებთ ყბის ანატომიურ სტრუქტურას, ძვლოვანი ქსოვილის სისქეს, ზედა ყბის წიაღების სპეციფიკურ მდებარეობას და სხვა ფაქტორებს.

ასეთი ზედმიწევნითი და ინდივიდუალური შერჩევა უზრუნველყოფს იმპლანტების გადარჩენის მაღალ მაჩვენებელს და ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას.

ტკივილისა და დისკომფორტის თვალსაზრისით, იმპლანტის განთავსება, უმეტეს შემთხვევაში, უფრო ადვილად ასატანია, ვიდრე მაგალითად კბილის ამოღება.

პროცედურის შემდეგ, ექიმი დაგინიშნავთ ანტიბაქტერიულ მედიკამენტებს, სავლებებსა და გამაყუჩებლებს, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები.

ამრიგად, ერთი შეხედვით, შესაძლოა ისევ ფიქრობდეთ, რომ იმპლანტაცია საშიში პროცესია, თუმცა პირველივე ვიზიტზე, კონსულტაციაზე, დარწმუნდებით, რომ საშიში არაფერია და თქვენ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ულამაზესი და ფუნქციურად გამართული ღიმილისკენ სვლის დასაწყისია. 

ჩვენს სპეციალისტებთან კონსულტაცია უფასოა და მიიღებ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს