ახალი კვლევის თანახმად, ალცჰაიმერის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა პირის ღრუს უკავშირდებოდეს

ახალი-კვლევის-თანახმად-ალცჰაიმეის-გამომწვევი-მიზეზი-შესაძლოა-პირის-ღრუს-უკავშირდებოდეს

ბოლო კვლევის თანახმად, შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადებასა და პირის ღრუს ბაქტერიას (Porphyromonas gingivalis) შორის კავშირი იყოს.

აღნიშნული ბაქტერია ცნობილია, როგორც ქრონიკული პაროდონტიტის (ღრძილების დაავადება) გამომწვევი მიზეზი.

2019 წელს ჩატარებული კვლევისას, მეცნიერებმა ეს პათოგენი ალცჰაიმერით დაავადებული გარდაცვლილი ადამიანის ტვინში აღმოაჩინეს.

ასევე, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვებში ორალურმა ინფექციამ, ბაქტერიების მიერ, ტვინის კოლონიზება გამოიწვია და გაზარდა ამილოიდის ბეტა.
ბეტა ამილოიდი გახლავთ ტოქსიკური პროტეინი, რომელიც დაკავშირებულია ალცჰაიმერთან.

გარდა ამისა, Porphyromonas gingivalis-ის მიერ წარმოქმნილი ტოქსიკური ფერმენტები, ნაპოვნი იქნა ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების ტვინში და იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც არ ჰქონდათ დიაგნოზირებული დემენცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა აღნიშნული ფერმენტები და ზოგადად ეს ბაქტერია ხელს უწყობდეს დაავადების განვითარებას.

2023 წელს, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ღრძილების დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები თავის ტვინის უჯრედებში, რომლებსაც მიკროგლიალური უჯრედები ეწოდებათ და პასუხისმგებელი არიან ტვინის დაცვაზე ამილოიდური ნადებისგან.

პირის ღრუს ბაქტერიების ზემოქმედებამ ამ უჯრედების დისფუნქცია გამოიწვია, რაც პოტენციურად ხელს უწყობს ალცჰაიმერის პროგრესირებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დასკვნები დამაჯერებელია, ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა ღრძილების დაავადებასა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის საბოლოო მიზეზობრივი კავშირის დასადგენად.

პირის ღრუს ჰიგიენის კარგად დაცვა მნიშვნელოვანია საერთო ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ნეიროდეგენერაციული დაავადების შედეგებზე.