დოქტორ ვაილდი – პირის ღრუს დამატენიანებელი გელი – EMOFRESH

39,00 

მოცულობა

პროდუქტის კოდი: 2171 კატეგორია: ,
აღწერა

“ემოფრეში” პირის ღრუს მოვლის დამატენიანებელი გელი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს იმ ადამიანების ცხოვრების ხარისხს, რომელთაც აწუხებთ პირის ღრუს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიმშრალე.
სიმშრალე ვითარდება ნერწყვის არასაკმარისი გამომუშავებით.
შედეგად პირის ღრუს თვითწმენდა, ლორწოვანი გარსების დატენიანება და კბილების რემინერალიზაცია არასაკმარისია.
ეს იწვევს ტკივილს, ძლიერ და სწრაფად პროგრესირებად კარიესს, წყურვილის გრძნობას, ასევე ღეჭვის, ყლაპვისა და მეტყველების გაძნელებას.
ემოფრეში გელი ამსუბუქებს და უმკლავდება ამ სიმპტომებს.

გამოყენების ჩვენება და უპირატესობა

· პირის სიმშრალის პროფილაქტიკა – მინერალური მარილები ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, სხვა აქტიური ინგრედიენტები კი ატენიანებს ლორწოვანს.

· კბილების რემინერალიზაცია – ხელს უწყობს პირის ღრუს თვითწმენდას, ლორწოვანი გარსების დატენიანებას და კბილების რემინერალიზაციას.

· ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება – აქრობს პირის სიმშრალესთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა ღეჭვისა და ყლაპვის გაძნელება, ,,პირის გაშრობა’’ მეტყველებისას

· კარიესის პროფილაქტიკა – ფტორის შემცველობით ახდენს კარიესის ეფექტურ პროფილაქტიკას.

შემადგენლობა

სორბიტოლი, წყალი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ამონიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ფტორიდი (100 ppm F– ), ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, pH 7,5

გამოყენების წესი

1 ჩაის კოვზი გელი ენის დახმარებით გადაინაწილეთ პირის ღრუში (მგრძნობელობა გაზრდილ ზონებზე), გამოიყენეთ დღეში რამდენჯერმე, საჭიროების მიხედვით.

About brand
Dr. Wild & Co. არის შვეიცარიული კომპანია, რომელიც აწარმოებს სპეციალურად შემუშავებულ, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პირის ღრუს მოვლის საშუალებებს (კბილის პასტა, გელი, სავლები ა.შ.).
მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს 40 ქვეყანაში.