დოქტორ ვაილდი – კბილის გელი ინტენსიური მოვლისთვის – EMOFLUOR Intensive Care
45,00 ₾
მოცულობა
|
|---|
კატეგორია: აფთიაქი, კბილის გელი
აღწერა
სტაბილიზებული კალას ფტორიდის და ფოსფოქოლამინის ოპტიმალური კონსისტენციისა და ადჰეზიის წყალობით, უზრუნველყოფს ტკივილისადმი მგრძნობიარე კბილების დაცვას.
სწრაფად და მიზანმიმართულად აფერხებს კბილის ეროზიას.
გამოყენების ჩვენება და უპირატესობა
- სწრაფი და ოპტიმალური დესენსიტიზაცია – ამცირებს კბილებისა და კბილის ყელის მიდამოს მგრძნობელობას გაღიზიანებით გამოწვეული ტკივილის მიმართ.
- დაცვა მტკივნეული პროცედურების დროს – იცავს ტკივილის უსიამოვნო შეგრძნებებისგან პროფესიული სტომატოლოგიური ჰიგიენის დროს.
- ოპტიმალური ადჰეზია – დესენსიტიზაციის არეალზე სწრაფი და ძლიერი ადჰეზია
- ეროზიის პრევენცია – N1 კბილის ეროზიისგან დასაცავად
შემადგენლობა
კალას ფტორიდი (1000 ppm F–), ფოსფოქოლამინი, წყალი, გლიცერინი, პროპილენ გლიკოლი, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინი. RDA 18, pH 4,8.
გამოყენების წესი
- გამოიყენება 6 წლიდან.
- გელით ძირითადი დესენსიბილიზაცია ტარდება დღეში ერთხელ, საღამოს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში და ტკივილის მიმართ მგრძნობელობიდან გამომდინარე, გამოყენება შესაძლებელია დღეში რამდენჯერმე.
- გელი წაისვით მტკივნეულ ადგილას კბილის ჯაგრისით ან თითის წვერით. კბილებსა და ღრძილებზე ტკივილისადმი მგრძნობიარე ადგილებში. წასმის შემდეგ, გელი უნდა გაიჩეროთ მინიმუმ ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ, გელის ნარჩენები შეიძლება გადმოაფურთხოთ, მაგრამ არ ჩამოიბანოთ.
About brand
Dr. Wild & Co. არის შვეიცარიული კომპანია, რომელიც აწარმოებს სპეციალურად შემუშავებულ, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პირის ღრუს მოვლის საშუალებებს (კბილის პასტა, გელი, სავლები ა.შ.).
მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

