როგორ მივხვდეთ გვჭირდება თუ არა ბრეკეტები?
ხშირად გსმენიათ, ალბათ, რომ ბრეკეტებით მკურნალობა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც კბილთა რკალში გვხვდება ესთეტიურად, მკვეთრად გამოხატული ცვლილებები, მაგრამ ბრეკეტბით მკურნალობა საჭიროა როგორც ესთეტიური ასევე ფუნქციური ცვლილებების დროს.
ორთოდონტიული მკურნალობა საჭიროა, მაშინ როდესაც:
პაციენტი უჩივის ესთეტიურ დისკომფორტს;
შესამჩნევია ყბის ასიმეტრია;
კბილთა რკალის ანიმალიებს, რომელიც პაციენტის თვალისთვისაც კი მარტივად შესამჩნევია;
რეტენციული კბილები, კბილების არასწორი ამოჭრა;
საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის ტკივილი, დისკომფორტი ღეჭვისა და საუბრის დროს. ასევე ტკაცუნის ხმა, პირის ღრუს გაღებისას დისკომფორტი;
თანკბილვის ანომალიების არსებობა;
კბილებს შორის სივრცეების არსებობა ( ტრემები და დიასთემები ).
თუ ზემოთ მოცემული, ჩამონათვალიდან რომელიმე ჩივილი თქვენთვის ნაცნობია, აუცილებლად მიმართეთ ექიმ სტომატოლოგს, ორთოდონტს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას.