ყველა სტატია

რატომ ვირჩევთ ZIMVIE-ს იმპლანტებს?

აი, რატომ ვირჩევთ ZIMVIE-ის დენტალურ იმპლანტებს.

ZIMVIE გახლავთ ამერიკული პრემიუმ ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ენდობიან.
ათწლეულებზე დაფუძნებული გამოცდილება და საერთაშორისო კლინიკური კვლევები ZIMVIE-ს ერთ-ერთ ყველაზე სანდო საიმპლანტაციო სისტემად აქცევს.

ZIMVIE-ის იმპლანტები შექმნილია მაქსიმალური სტაბილურობისა და პროგნოზირებადი შედეგისთვის.
სპეციალურად დამუშავებული ზედაპირი უზრუნველყოფს იმპლანტის სწრაფ და მყარ შეკავშირებას ძვალთან, რაც გრძელვადიან და საიმედო შედეგს იძლევა.

პაციენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი ესთეთიკაა.

აღნიშნული იმპლანტის დიზაინი საშუალებას იძლევა, საბოლოო კონსტრუქცია მაქსიმალურად ჰგავდეს ბუნებრივ კბილს.
ღიმილი გამოიყურება ბუნებრივად და არა ხელოვნურად.

ZIMVIE-ის ერთ-ერთი გამორჩეული ინოვაციაა ტრაბეკულური იმპლანტი, რომელიც დამზადებულია ტანტალით.

მისი ღრუბლოვანი სტრუქტურა ადამიანის ტრაბეკულურ ძვალს ჰგავს და უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში.

არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და უსაფრთხოა იმ პაციენტებისთვისაც, ვისაც სტანდარტული იმპლანტების ჩასმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია.

ტრაბეკულური იმპლანტი ეფექტურად გამოიყენება დიაბეტის, რევმატოიდული ართრიტის, ონკოლოგიური დაავადებების, არასაკმარისი ძვლოვანი ქსოვილისა და დაქვეითებული შეხორცებითი პროცესების დროს.

იგი უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და რისკების მაქსიმალურ კონტროლს.

სწორად შერჩეული იმპლანტი და პროფესიონალურად დაგეგმილი ქირურგიული პროცესი შედეგის საიმედოობის საფუძველია, რასაც სრულად ვუზრუნველვყოფთ.

ZIMVIE – როცა ხარისხი, უსაფრთხოება და ბუნებრივი შედეგი თანხვედრაშია.

ჩვენს სპეციალისტებთან კონსულტაცია უფასოა და მიიღებ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს