როგორი ტიპის ბრეკეტები არსებობენ?
მასალის მიხედვით ბრეკეტების სხვადასხვა სახეობები არსებობს:
• მეტალის ბრეკეტები;
• კერამიკის ბრეკეტები;
• საფირის ბრეკეტები.
უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის არის ვიზუალური სხვაობა.
მეტალის ბრეკეტებთან შედარებით, კერამიკისა და საფირის ბრეკეტები თვალისთვის ნაკლებად შესამჩნევია.
ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ ლინგვალურ და ვესტიბულურ ბრეკეტებს:
• ვესტიბულური ბრეკეტი მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე;
• ლინგვალური ბრეკეტი მაგრდება კბილის ზედაპირზე, ენისა და სასის მხრიდან.
ასევე განასხვავებენ თვითლიგირებად ბრეკეტებს, რომელის უპირატესობაც მდგომარეობს შემდეგში, ბრეკეტი თავად იჭერს რკალს, რაც ნიშნავს იმას, რომ რკალი არ არის უშუალოდ მიმაგრებული ბრეკეტზე.
ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ მოჭიმვის უფრო სუსტი ძალა, შესაბამისად პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესი უფრო კომფორტული და უმტკივნეულოა.
თუ გეგმავთ ორთოდონტიულ მკურნალობას, შეგიძლიათ ჩვენს ორთოდონტთან ონლაინ ჩაეწეროთ და დაელოდოთ ჩვენი ოპერატორის ზარს.