გენგიგელი – კბილის გელი
28,00 ₾
მოცულობა
|
|---|
არ არის მარაგში
პროდუქტის კოდი:
0012
კატეგორია: აფთიაქი, კბილის პასტა
აღწერა
შეიცავს არაცხოველურ, ბიოტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ, მაღალი მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონის მჟავას (სოდიუმ ჰიალურონატის სახით).
შემადგენლობაში შემავალი ბიოპოლიმერების ნაკრები უზრუნველყობს მის გამოხატულ მუკოადჰეზიურ თვისებებს.
არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, გამოიყენება შეუზღუდავად ორსულებში, დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბავშვებში 0 ასაკიდან.
გამოყენების ჩვენება:
ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს პირის ღრუს რბილი ქსოვილების სწრაფ აღდგენას:
- ღრძილის ანთებითი პროცესების დროს (პაროდონტიტი, გინგივიტი, ღძილის პათოლოგიური ჯიბე);
- ღრძილებიდან სისხლდენისას;
- აფტოზური სტომატიტის და წყლულის დროს;
- პირის ღრუს ქსოვილების ტრავმული დაზიანების დროს (პროთეზით ან ბრეკეტ-სისტემით გამოწვეული ღრძილის დაზიანება);
- კბილის ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში;
- იმპლანტაციის შემდგომ პერიოდში.
გამოყეების წესი:
გამოიყენება 3-4 ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში (პათოლოგიური სიმპტომების სრულ გაქრობამდე).
გელის თხელი ფენა დაიტანება ღრძილზე და მასირებული მოძრაობებით თანაბრად შეიზილება ლორწოვანის ზედაპირზე.
წარმოებულია იტალიაში / RicerFarma
About brand
Gengigel-ი წარმოადგენს პირის ღრუს მოვლის უნიკალური, დაპატენტებული საშუალებების ხაზს, რომელიც იყენებს ჰიალურონის მჟავის ბუნებრივ სამკურნალო თვისებებს პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.Gengigel-ი აჩერებს ნებისმიერ მცირე სისხლდენას, ამშვიდებს ქსოვილს და ამსუბუქებს ტკივილს, ასევე ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას.

