ავარდენტი – პირის ღრუს სავლები OXY

Original price was: 25,00 ₾.Current price is: 21,25 ₾.

მოცულობა

კატეგორია:
აღწერა

ავარდენტი ოქსი წარმოადგენს ჟანგბადით გამდიდრებულ, თანამედროვე პირის ღრუს სავლებს პროფესიული დაცვისა და თერაპიული მხარდაჭერისათვის. იგი შექმნილია პირის ღრუს ღრმა და საფუძვლიანი წმენდისათვის, სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით. მისი ღრმა წმენდის მექანიზმი მოიცავს ოქსიგენაციას, რა დროსაც გამოიყოფა მსუბუქი ქაფი, რომელიც საფუძვლიანად აშორებს ნადებს პირის ღრუს ანატომიურად რთულ და ინტრადენტალურ ზონებს.

ძირითადი მახასიათებლები:
• ნადების, მკვდარი უჯრედებისა და საკვების ნარჩენების სრულფასოვანი მოცილება
• ორთოდონტიული და ორთოპედიული კონსტრუქციების მოვლა
• პირის ღრუს ლორწოვანის დატენიანება
• ჰალითოზთან ბრძოლა

შემადგენლობა:
კარბამიდის პეროქსიდი; ალოე ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტი, წყალი, სორბიტოლი, ქსილიტოლი; პროპილენგლიკოლი, პოლისორბიტი, თუთიის ციტრატი, ნატრიუმის საქარინი, ასკორბინის მჟავა; ლიმონმჟავა, EDTA; ბისაბოლოლი.

გამოიყენება:
• მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან
• 6-12 წლამდე ბავშვებში – ექიმის რეკომენდაციით და უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ
• 6 წლამდე ასაკში არ გამოიყენება

გამოყენების წესი:
1. გამოივლეთ ხსნარის 10 მლ (საზომი თავსახურით) დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შემდეგ
2. ხსნარი პირის ღრუში დააყოვნეთ 60 წამის განმავლობაში
3. არ გადაყლაპოთ
4. გამოვლებიდან 30-40 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ წყალი და არ გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალება
5. შეიკავეთ თავი კვებისაგან ხსნარის გამოვლებიდან 30 წუთის განმავლობაში.

About brand
Swiss farmaco პირის ღრუს მოვლის საშუალებების ბრიტანული მწარმოებელია, რომელიც აერთიანებს მაღალი სიზუსტის ეფექტურობას თითოეულ მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებთან.კბილის პასტების, ჯაგრისების, პირის ღრუს სავლები და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებების სრული ასორტიმენტით, Swiss farmaco პროფესიონალების ნდობითა და მრავალი ოჯახის აღიარებით სარგებლობს.AwarDent-ი "სვის ფარმაკოს" მიერ შექმნილი ხაზია.