მეგი ფუტკარაძე
ექიმი პაროდონტოლოგ-ქირურგი
მეგი არის ექიმი პაროდონტოლოგი, რომელიც სპეციალიზდება ღრძილებისა და პაროდონტის დაავადებების პრევენციაში, დიაგნოსტიკასა და თანამედროვე კონსერვატიულ თუ ქირურგიულ მკურნალობაში.
მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინდივიდუალურ მიდგომას, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ ჯანმრთელი ღრძილები, ბუნებრივი კბილები და სტაბილური შედეგები მრავალი წლის განმავლობაში.
მეგიმ სტომატოლოგიური განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც 2021 წელს წარმატებით დაასრულა.
პროფესიული განვითარება გააგრძელა სასწავლო-კვლევით ცენტრ „უნიდენტში“, სადაც გაიარა თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტურო პროგრამა. შემდგომში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავა პირის ღრუს ქირურგიაში სასწავლო ცენტრში „დენტივერი XXI“, ხოლო კონსერვატიულ და ქირურგიულ პაროდონტოლოგიაში — სასწავლო-კვლევით ცენტრ „ალბიუსში“.
ექიმი მუდმივად ზრუნავს პროფესიული კვალიფიკაციის განვითარებაზე და აქტიურად მონაწილეობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კონგრესებსა და სასწავლო პროგრამებში. მისი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპებია:
„თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური გზები“ (2019)
Periodontitis and Peri-implantitis: Biologically Oriented Minimally Invasive Treatment (2022)
Dr. Karol Babinski – From Stress to Success (2023)
All About Endo-Perio Lesions (2024)
IV International Congress Memorial Cattabriga – Precision Periodontology (რომი, 2024)
20th Annual International Congress of the Georgian Dental Association (ბათუმი, 2024)
Soft Tissue Management Around Implants and Natural Teeth (2024)
Perio-Restorative Relationship at Large: From Margin Relocation to Surgical Crown Extension (2024)
New Trends in Treatment of Late Peri-Implant Defect – New Facts (2025)
- რესტავრაციული სტომაგტოლოგია და პაროდონტოლოგია - თბილისი, 2025
- ფესვის რეზორბციის დიაგნოსტირება და მკურნალობის მენეჯმენტი - თბილისი, 2025
22nd International Congress – Aesthetics in Periodontology and Implantology (რიმინი, 2025)
პაროდონტიტის გავლენა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის თანამედროვე ასპექტები სტომატოლოგიურ პაციენტებში - თბილისი, 2026
მეგის პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება 2022 წლიდან აქვს, ხოლო 2025 წლიდან იგი ნინო დადვანის ესთეტიკისა და სტომატოლოგიის ცენტრის გუნდის წევრია.
მისი პროფესიული ინტერესის ძირითადი მიმართულებებია პაროდონტის დაავადებების თანამედროვე მკურნალობა, ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენა, იმპლანტების გარშემო რბილი და მაგარი ქსოვილების მოვლა, პაროდონტოლოგიურ და ლორწოვან პათოლოგიებთან დაკავშირებული კომპლექსური შემთხვევების მართვა, ასევე ესთეტიკური პაროდონტოლოგია.
თავის პრაქტიკაში მეგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადრეულ დიაგნოსტიკას, მკურნალობის ინდივიდუალურ დაგეგმვასა და პაციენტთან ეფექტურ კომუნიკაციას.
მისი მიზანია თითოეულ პაციენტს შეუნარჩუნოს ბუნებრივი კბილები, აღუდგინოს ღრძილების ჯანმრთელობა და უზრუნველყოს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციურად ხანგრძლივი და სტაბილური შედეგი.