დოქტორ ვაილდი – ტებოდონტი – პირის ღრუს სპრეი
39,00 ₾
მოცულობა
|
|---|
პირის ღრუს მოვლის საშუალება შეიცავს ჩაის ხის ზეთს გაღიზიანებული ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინტენსიური მოვლისთვის.
ჩაის ხის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თვისებები, ასევე, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება.
პირის ღრუს სპრეი ტებოდონტი ამშვიდებს გაღიზიანებულ,ანთებით და მგრძნობიარე ღრძილებს. აქტიურად გამოიყენება სტომატიტისა და ჰერპესის მკურნალობის დროს.
გამოყენების შემდეგ არ ტოვებს უსიამოვნო გემოს.
ტებოდონტის სპრეის აქვს კანულა პირის ღრუს ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი მიზანმიმართული გამოყენებისთვის. შესაძლებელია 1-2 შესხურება პირის ღრუში, ასევე ყელში.
არ გადმოანერწყვოთ და არ გამოივლოთ წყალი პირში. საჭიროებისამებრ შეგიძლიათ დღეში 6-ჯერ მისი გამოყენება.
გამოყენების ჩვენება და უპირატესობა
- პირის ღრუს მოვლა – ამშვიდებს ღრძილებს და პირის ღრუს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს. ამავდროულად კვებავს და აძლიერებს მას.
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში – ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებით ანიჭებს პირის ღრუს სისუფთავის შეგრძნებას.
- სტომატიტის და ჰერპესის მკურნალობის დროს – ანტისეპტიკური და ანტივირუსული მოქმედებით სწრაფად ალაგებს ლორწოვან გარსს.
შემადგენლობა
ჩაის ხის ზეთის ექსტრაქტი, წყალი, PEG-40-ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონენი, ლინალოოლი,დიკალიუმის ფოსფატი, მელალეუკა ალტერნიფოლია.
გამოყენების წესი
- გამოიყენება ყოველდღიურად, საჭიროების შემთხვევაში.
