დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი / ინექციური მიმართულების სპეციალისტი
ჩვენი კლინიკა ეძებს გამოცდილ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს, რომელიც ფლობს ინექციურ კოსმეტოლოგიას და აქვს პრაქტიკული გამოცდილება ესთეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების მიმართულებით.
ძირითადი მიმართულებები:
- ბოტულინოთერაპია;
- ფილერებით კორექცია;
- ბიორევიტალიზაცია;
- მეზოთერაპია;
- კანის ხარისხის გასაუმჯობესებელი და სხვა ინექციური პროცედურები.
ჩვენი მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლება და დერმატოლოგიის/დერმატო-კოსმეტოლოგიის კვალიფიკაცია;
- გამოცდილება ამ მიმართულებით;
- ბოტულინოთერაპიის, ფილერებით კორექციის, ბიორევიტალიზაციის, მეზოთერაპიისა და სხვა ინექციური პროცედურების კეთების პრაქტიკული გამოცდილება;
- დერმატოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანი და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებაზე ორიენტირებულ და სასიამოვნო გარემოს;
- თანამედროვე კლინიკურ სივრცეს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კარგ თანამშრომლობის პირობებს.