პირის ღრუს სავლები, ავარდენტი ექსტრა უზრუნველყოფს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ძლიერ და ინტენსიურ დაცვას. ეფექტური და ძლიერი ფორმულა განაპირობებს შესამჩნევ და სწრაფ შედეგს პირველივე გამოყენებისთანავე.
ძირითადი მახასიათებლები:
• ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება
• ბაქტერიული ნადების შემცირება და მისი დაგროვების პრევენცია
• პოსტოპერაციულ პერიოდში ქსოვილების რეგენერაციის დაჩქარება და ანთებითი გართულებების პრევენცია
• აქტიური და ეფექტური გამოყენება პერიოქირურგიაში და იმპლანტოლოგიაში
შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 0,20%; ტრიკლოზანი 0,10%; ცეტილპირიდინის ქლორიდი 0,05%; ნატრიუმის ფტორიდი-900ppm; წყალი, სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ალოე ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტი, პოლისორბიტი, თუთიის ციტრატი, გვირილის ექსტრაქტი, პიტნა, ნატრიუმის საქარინი, ასკორბინის მჟავა; ლიმონმჟავა, EDTA; ბისაბოლოლი.
გამოიყენება:
• მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან
• 6-12 წლამდე ბავშვებში – ექიმის რეკომენდაციით და უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ
• 6 წლამდე ასაკში არ გამოიყენება
გამოყენების წესი:
1. გამოივლეთ ხსნარის 10 მლ (საზომი თავსახურით) დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, 14 დღის განმავლობაში პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შემდეგ
2. ხსნარი პირის ღრუში დააყოვნეთ 60 წამის განმავლობაში
3. არ გადაყლაპოთ
4. გამოვლებიდან 30-40 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ წყალი და არ გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალება
5. შეიკავეთ თავი კვებისაგან ხსნარის გამოვლებიდან 30 წუთის განმავლობაში.

