მთლიანად უკბილობის შემთხვევაში, რეაბილიტაციის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს „ყველაფერი ოთხზე“ მეთოდი. ამ დროს ორთოპედიული კონსტრუქციის დამაგრება ხდება 4 იმპლანტზე. ყველაფერი ოთხზე არ წარმოადგენს სურვილის საფუძველზე მისაღებ მეთოდს, ის განპირობებულია ძვლის მკვეთრი შემცირებით დისტალურ მიდამოში, როდესაც იმპლანტების ჩანერგვა შესაძლებელია ყბის მხოლოდ წინა მიდამოში. 4 იმპლანტზე შესაძლებელია როგორც მოსახსნელი,ისე მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადება.