3D კომპიუტერული ტომოგრაფია
3D ტომოგრაფიის გადაღება ხდება თითქმის ყველა სტომატოლოგიური მომსახურეობის წინ, იმისათვის, რომ დაიგეგმოს მკურნალობა და სრული ინფორმაცია მივიღოთ პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობის შესახებ.
Owandy-ის აპარატი სრული პროგრამული მოდელირების საშუალებას გვაძლევს. ერთ გადაღებაში ჩვენ შეგვიძლია პაციენტს გადავუღოთ სრულად ზედა და ქვედა ყბა, მარჯვენა და მარცხენა სახსარი და ჰაიმორის ღრუ.
დიაგნოსტიკა შესაძლებელია შემდეგი სტომატოლოგიური მიმართულებისათვის:
- კარიესოლოგია
- ენდოდონტია
- ორთოპედია
- ორთოდონტია
- პაროდონტოლოგია
- ქირურგია
- იმპლანტოლოგია
- გნათოლოგია.
